Tea cultural route for Abkhazia - Tea Country

ჩაის კულტურული მარშრუტი აფხაზეთისთვის

, მიერ Tea Country, 53 წთ. კითხვის დრო

ჩაის კულტურული მარშრუტის განვითარება აფხაზეთში

ჩაის დარგი საბჭოთა საქართველოს და მათ შორის აფხხაზეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სექტორი იყო, დღეს კი ვფიქრობ, რომ ჩაის კულტურული მარშრუტი, რომელიც მოიცავს ქართული ჩაის ყველა რეგიონს და მოგვითხრობს საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიას, შესაძლებლობას მოგვცემს  აფხაზეთში მცხოვრებ ხალხთან ახალი ეკონომიკური და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ.

სხვადასხვა ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, როგორიც არის მაგალითად ვილი ბრანდტისა და ეგონ ბარის ისტორია, რომელიც გადმოცემულია წიგნშიეს შენ უნდა მოჰყვეგვაძლევს საინტერესო პარალელების გავლების შესაძლებლობას გერმანიასა და საქართველოს შორის მათი ფორმულაცვლილებები დაახლოების გზითდაპატარა ნაბიჯებისპოლიტიკა, რომელიც გერმანიის გაერთიანებით დასრულდა ნამდვილად იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ყურადღებას.

ასევე საინტერესოა თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლოს, კოკა-კოლას მაგალითიც, რომელმაც ინდოელები და პაკისტანელები ერთმანეთთან ჯადოსნური გზით დააკავშირა. ქვეყნები, რომელთა შორისაც დაპირისპირება უკვე ათეულობით წელს ითვლის კოკა-კოლამ დადგა მგრძნობიარე მოწყობილობები, რომლებიც პირდაპირ აჩვენებდა რა ხდებოდა მეორე ქვეყანაში განთავსებულ აპარატთან, ახლოს მისული ადამიანები ხელის ერთი შეხებით უკავშირდებოდნენ მათ ვინც ეკრანს მიღმა იდგა.

 

საგულისხმოა ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერებული სიტყვები, რომ საბჭოთა პერიოდში და ცივი ომის დროს იყო ცნობილი გამონათქვამი - "ენდე, მაგრამ გადაამოწმე" დავოსში გავიგე საინტერესო ფორმულა - "არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, რომელიც მაშინ სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტს ეხებოდა, თუმცა ის ასევე მკაფიოდ საუბრობდა აფხაზეთთან ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე.

 

გარდა ზემოთ თქმულისა, აღსანიშნავია აბრაამ ლინკოლნის სიტყვები - ამ ქალმა ბრძოლის გარეშე მოიგო ომი, რომელიც მან ჰარიეტ ბიჩერ სტოუს შედევრის, "ბიძია თომას ქოხი"-ს წაიკითხვის შემდეგ გააკეთა, რაც კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა შეცვალო ყოველგვარი სისხლისა და დაპირისპირების გარეშე ის რაც შენთვის მიუღებელია.

ასევე როგორც ალიბაბას დამფუძნებელმა ჯეკ მამ განაცხადა „ძალიან ადვილია ომის დაწყება, მაგრამ ძნელია, ზოგჯერ კი მისი შეწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ერთი რამის მჯერა, როცა ვაჭრობა ჩერდება, ომი იწყება. ვაჭრობა არის ის, რის შესახებაც ადამიანები იწყებენ კომუნიკაციას, ცვლიან კულტურასა და უფრო აფასებენ ერთმანეთს.

კორეის ნახევარკუნძულის მშვიდობის მწვანე ჩაი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ჩაი მშვიდობისა და კულტურული დიალოგის სიმბოლოდ იქცეს გაყოფილ საზოგადოებებს შორის. საქართველოს შეუძლია ამ ინიციატივისგან შთაგონება მიიღოს და საერთო ჩაის მემკვიდრეობის გამოყენებით გააძლიეროს კულტურული კავშირები აფხაზეთის მოსახლეობასთან, ხელი შეუწყოს ნდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩაის კულტურის მეშვეობით.

მრავლის მთქმელი იყო ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ - მე ვარ ყველგან სადაც ჩემი ყოფნა საჭიროა, პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ.

ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩაის როლი და გავლენა მსოფლიო პოლიტიკასა და ისტორიაზე, საიდანაც პირველ რიგში უნდა აღინიშნოს 1773 წლის 16 დეკემბერს მომხდარი ბოსტონის ჩაის სმა“, რომელიც იყო პოლიტიკური პროტესტი, როცა ამერიკელებმა 342 ჩაის სკივრი გადაყარეს ნავსადგურში, რამაც აჩვენა ის, რომ ამერიკელები არ მიიღებენ ტირანიას, და შეკრიბეს ამერიკელი პატრიოტები დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად.

ჩვენ შემთხვევაში, 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო, როდესაც მომავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დალია ჩაი, რომელიც წინა პრეზიდენტმა ჩვენს პარლამენტში დატოვა, რამაც დააჩქარა ჩვენი ქვეყნის განვითარება და ევროპული ინტეგრაცია.

როგორც გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბიულოვი იტყოდა „ჩვენ არავის ჩრდილში მოქცევა არ გვსურს, მაგრამ მოვითხოვთ ჩვენს ადგილს მზის ქვეშ“ და ლევ ტოლსტოის სიტყვებით რომ ვთქვათ დაე ყველაზე წინ, განსაკუთრებით მოწინავე ლეგიონებში იბრძოლონ იმ ადამიანებმა რომლებიც ომს ქადაგებენ !

ჩვენ მტკიცედ ვართ ერთგული ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ღირებულებებისა თუ პრინციპების მიმართ და ვგეგმავთ ევროკავშირის ჩაის კულტურული მარშრუტის ინიცირებას მისი სერტიფიცირებისთვის, რათა აქტიურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში და ჩვენ პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.

მტკიცედ გვჯერა, რომ ჩაის კულტურული მარშრუტი ხელს შეუწყობს აფხაზეთთან კულტურულ-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და თუკი ტურისტებისათვის მოგვარდება საქართველოს გავლით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მონახულება, ვფიქრობ ისინი ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებენ აფხაზეთში მცხოვრებ ხალხს ,,ჩაით დახატული ქვეყნისდა იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ.

Leave a comment

Leave a comment


ბლოგის პოსტები

შესვლა

Forgot your password?

Don't have an account yet?
ანგარიშის შექმნა

Cannot place order, conditions not met:
OK