აღწერა

🏛️ ქართული ჩაის მუზეუმი უნიკალური კულტურული სივრცეა, რომელიც საქართველოს ჩაის მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და წარმოჩენას ემსახურება, რიმელიც 2006 წელს შოთა ბითაძემ, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დაარსა და მასში დაცულია იშვიათი ექსპონატები, ისტორიული არტეფაქტები, ძველი ჩაის შეფუთვები, ტრადიციული ჩაის ჭურჭელი და უნიკალური კოლექციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ჩაის კულტურასთან.

🎎 მუზეუმის ინტერიერი აღმოსავლური სტილით არის გაფორმებული, რაც სტუმრებს თბილ და მყუდრო გარემოს სთავაზობს, სადაც ისინი სრულად ეზიარებიან ჩაის სამყაროს და მის კულტურულ მნიშვნელობას.

🍵 სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ქართული ორგანული ჩაი, გაეცნონ საქართველოში ჩაის წარმოების ისტორიასა და განვითარებას და უშუალოდ გამოსცადონ ჩაის სმის ტრადიციული კულტურა.

📚 მუზეუმი წარმოადგენს შეხვედრის ადგილს ჩაის მოყვარულებისთვის, მკვლევრებისთვის, ტურისტებისა და კულტურის მოყვარულებისთვის. გამოფენებისა და დეგუსტაციების მეშვეობით იგი აერთიანებს განათლებას, კულტურულ მემკვიდრეობასა და ქართულ სტუმართმოყვარეობას, ხელს უწყობს ქართული ჩაის ტრადიციების პოპულარიზაციას და მათ წარმოჩენას მსოფლიო ჩაის კულტურის კონტექსტში.

🌿 2006 წლიდან მუზეუმში ფუნქციონირებს ჩაის სკოლა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ჩაის დარგის აღორძინებასა და განვითარებაში. სკოლამ მოამზადა არაერთი ქართველი ჩაის მწარმოებელი, რომელთაგან ბევრმა სწავლა ჩინეთში გააგრძელა. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩაის მოყვანისა და წარმოების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაში, რაც ხელს უწყობს ქართული ჩაის ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ზრდას.

🎯 ჩვენი მისიაა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ საქართველოს ჩაის მემკვიდრეობა, რათა ეს უნიკალური კულტურული საგანძური მომავალშიც ცოცხალი და განვითარებადი დარჩეს, ასევე როგორც ევროპის ჩაის კულტურული მარშრუტის წევრი, ჩვენ ვისწრაფვით საქართველოს ჩაის ტრადიციების დაკავშირებას ევროპის საერთო ჩაის მემკვიდრეობასთან კულტურული გაცვლის, მდგრადი ტურიზმისა და ავთენტური ჩაის გამოცდილებების მეშვეობით.

პროდუქტის ფორმა
  • Georgian Tea 1847

ქართული ჩაის მუზეუმი

    🏛️ ქართული ჩაის მუზეუმი უნიკალური კულტურული სივრცეა, რომელიც საქართველოს ჩაის მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და წარმოჩენას ემსახურება, რიმელიც...

    0.00 GEL

      ჩვენი მომსახურება თქვენთვის საგულდაგულოდ არის შერჩეული!

      • Guaranteed secure & safe checkout.

        shop pay
      • ქართული ჩაის კულტურისა და სტუმართმოყვარეობის გამოცდილება.
      • მეგობრული და ავთენტური გარემო ჩვენთან დასარჩენად.

      აღწერა

      🏛️ ქართული ჩაის მუზეუმი უნიკალური კულტურული სივრცეა, რომელიც საქართველოს ჩაის მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და წარმოჩენას ემსახურება, რიმელიც 2006 წელს შოთა ბითაძემ, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დაარსა და მასში დაცულია იშვიათი ექსპონატები, ისტორიული არტეფაქტები, ძველი ჩაის შეფუთვები, ტრადიციული ჩაის ჭურჭელი და უნიკალური კოლექციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ჩაის კულტურასთან.

      🎎 მუზეუმის ინტერიერი აღმოსავლური სტილით არის გაფორმებული, რაც სტუმრებს თბილ და მყუდრო გარემოს სთავაზობს, სადაც ისინი სრულად ეზიარებიან ჩაის სამყაროს და მის კულტურულ მნიშვნელობას.

      🍵 სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ქართული ორგანული ჩაი, გაეცნონ საქართველოში ჩაის წარმოების ისტორიასა და განვითარებას და უშუალოდ გამოსცადონ ჩაის სმის ტრადიციული კულტურა.

      📚 მუზეუმი წარმოადგენს შეხვედრის ადგილს ჩაის მოყვარულებისთვის, მკვლევრებისთვის, ტურისტებისა და კულტურის მოყვარულებისთვის. გამოფენებისა და დეგუსტაციების მეშვეობით იგი აერთიანებს განათლებას, კულტურულ მემკვიდრეობასა და ქართულ სტუმართმოყვარეობას, ხელს უწყობს ქართული ჩაის ტრადიციების პოპულარიზაციას და მათ წარმოჩენას მსოფლიო ჩაის კულტურის კონტექსტში.

      🌿 2006 წლიდან მუზეუმში ფუნქციონირებს ჩაის სკოლა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ჩაის დარგის აღორძინებასა და განვითარებაში. სკოლამ მოამზადა არაერთი ქართველი ჩაის მწარმოებელი, რომელთაგან ბევრმა სწავლა ჩინეთში გააგრძელა. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩაის მოყვანისა და წარმოების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაში, რაც ხელს უწყობს ქართული ჩაის ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ზრდას.

      🎯 ჩვენი მისიაა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ საქართველოს ჩაის მემკვიდრეობა, რათა ეს უნიკალური კულტურული საგანძური მომავალშიც ცოცხალი და განვითარებადი დარჩეს, ასევე როგორც ევროპის ჩაის კულტურული მარშრუტის წევრი, ჩვენ ვისწრაფვით საქართველოს ჩაის ტრადიციების დაკავშირებას ევროპის საერთო ჩაის მემკვიდრეობასთან კულტურული გაცვლის, მდგრადი ტურიზმისა და ავთენტური ჩაის გამოცდილებების მეშვეობით.

      დამატებითი ინფორმაცია პროდუქტისა და კომპანიის შესახებ

      ჩაის კულტურული მარშრუტის ზოგადი მიმოხილვა

      🌍 ევროპული კულტურული მარშრუტი არის ევროპის საბჭოს პროექტი, რომელიც კვეთს ერთ ან რამდენიმე ქვეყანას ან რეგიონს, რომლებიც ორგანიზებულია იმ თემის გარშემო, რომლის ისტორიული, მხატვრული ან სოციალური ინტერესები აშკარად ევროპულია, 🍃 შესაბამისად ჩვენი ჩაის კულტურული მოიცავს გურიას, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებს, აჭარის რეგიონს და თბილისს. 🫖მარშრუტი მოგვითხრობს საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიას და მის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

      👥 მარშრუტის მონაწილეები არიან: ქართული ბიო ჩაის კომპანიები, ასოციაციები, ჩაის სახლები, მუზეუმები, კაფე-ბარები და ა.შ რომლებიც ვიზიტორებს თავიანთ ისტორიებს მოუყვებიან და სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებენ: 🍵 ჩაის რამდენიმე სახეობის დეგუსტაცია, 🏛️ ისტორიული ექსკურსია, 🌱 კრეფისა და დამუშავების პროცესის გაცნობა და ა.შ

      📋 ბენეფიციარების მოთხოვნები: პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ ისტორია, რომელიც მათ სხვებისგან გამოარჩევს (Make your story and sell your story), 🌾 „ფერმიდან სუფრამდე“ კონცეფცია, 🚶 დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ჩაის კომპანიების მონახულება და ადგილზე დაგემოვნება, 🌐 ჩვენი საიტის დახმარებით; ასევე, მათ უნდა დანერგონ შესაბამისი სტანდარტები, 🤝 სოციალური პასუხისმგებლობა, 🏗️და ჰქონდეთ ვიზიტორებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

      ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია

      🏛️ ქართული ჩაის მუზეუმი უნიკალური სივრცეა, სადაც ქართული ჩაის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიციები და კულტურა ცოცხლდება. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ იშვიათი ისტორიული ექსპონატები, ვინტაჟური ჩაის კოლექციები, გაეცნოთ ჩაის ავთენტურ რიტუალებს და დააგემოვნოთ უმაღლესი ხარისხის ორგანული ქართული ჩაი. მიუხედავად იმისა, ჩაის მოყვარული ხართ თუ უბრალოდ საქართველოს კულტურის აღმოჩენა გსურთ, მუზეუმი დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ ქართული ჩაის მდიდარ მემკვიდრეობაში.

      📍 ქართული ჩაის მუზეუმის მისამართი: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა №15

      🗺️ Google Maps-ის ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/kqu8MZCcyvUFZYYg6

      📞 ტელეფონი: +995 593 32 25 12

      📘 Facebook გვერდი:

      ✉️ ელფოსტა:

      💬 WhatsApp: +995

      🍃 გულითადად გეპატიჟებით საქართველოს ჩაის მუზეუმში, რათა ერთად აღმოვაჩინოთ ქართული ჩაის საოცარი ისტორია. ჩაეფლეთ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებში, დაათვალიერეთ უნიკალური ექსპოზიციები, დააგემოვნეთ ავთენტური ქართული ჩაი და შეიგრძენით ქართული მასპინძლობის სითბო. თუ ეძებთ განსაკუთრებულ კულტურულ გამოცდილებას ან უბრალოდ გიყვართ ჩაი, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. მოუთმენლად გელით, რათა ერთად გავიზიაროთ ნამდვილი ქართული ჩაის გემო და მისი ისტორია!

      შესვლა

      Forgot your password?

      Don't have an account yet?
      ანგარიშის შექმნა

      Cannot place order, conditions not met:
      OK