🌿გრინ გოლდი აწარმოებს ორ გამორჩეულ პრემიუმ ოლონგის ჩაის დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის ნოტიო და სუბტროპიკულ გარემოში , რომელიც ცნობილია თავისი ნოყიერი ნიადაგით, რბილი კლიმატითა და ჩაის მრავალწლიანი ტრადიციით. ორივე სახეობის ეს ნახევრად ფერმენტირებული ჩაი აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ინტერპრეტაციას, რომელიც მორგებულია ქართულ ჩაის ჯიშებსა და დასავლეთ საქართველოს უნიკალურ ტერუარზე.
🌸„კესანე“ ერთ-ერთი ყველაზე მისტიური ყვავილის სახელია, რომელიც გურიაში იზრდება. ჩვენი ჩაის პლანტაციები გარშემორტყმულია ტყით, სადაც კესანეს ყვავილები უხვად ხარობს. ლეგენდის თანახმად, მისი სახელწოდება ნიშნავს „არ დამივიწყო“. ჩაი „კესანე“ მზადდება მისტიური რეცეპტით, რომლის განსაკუთრებული გემოს გასინჯვის შემდეგ მისი დავიწყება მართლაც რთულია.
🍃„სიო“ მზადდება სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ხელით დაკრეფილი ჩაის დუყებისგან. მას აქვს გამორჩეული არომატი და გემო. ტექნოლოგია შექმნილია ჩაის ტექნოლოგის - ნიკა სიორიძის ინსპირაციით. ეს არის ოლონგის მოდიფიცირებული ტექნოლოგია, სრულად მორგებული ქართულ ჩაის ფოთოლსა და მის ბუნებრივ ხასიათზე.
🤲 ფოთლის ხარისხი და ჩაის ფერი: ჩაის ფოთლები ხელით იკრიფება და მცირე პარტიებად იწარმოება. კონტროლირებადი ფერმენტაცია და ზუსტი დამუშავება აძლიერებს არომატულ სიღრმეს, ინარჩუნებს ბუნებრივ სიხასხასეს და გამოხატავს ფოთლის ბუნებრივ სიტკბოს. სწორედ ამ ბალანსის წყალობით ყალიბდება სტრუქტურიანი, მრავალშრიანი და სუფთა გემოს პროფილი, ხოლო დაყენებისას ოლონგი იძლევა გაზაფხულის თაფლის ფერ სუფთა და ნათელ ნაყენს - გამჭვირვალე და ბრწყინვალე შეფერილობით.
👃არომატი და გემო: ოლონგ ჩაის ტექნოლოგია ქმნის ძლიერ და გამოკვეთილ არომატებს, სადაც ჭარბობს ხისებრი არომატი, თაფლის ელფერი ახალი ხილის ნოტებით და მსუბუქი ბალახოვანი სიხალასე, ხოლო გემო მოტკბო და პიკანტურია - ბუნებრივი თაფლის სიტკბო ერწყმის წვნიან ხილის ნიუანსებსა და თბილ, ნაზ სანელებლურ ტონებს, ხოლო გაგრილებისას უფრო მკაფიოდ ვლინდება თაფლისა და ყვავილოვანი ელემენტები, რაც ჩაის დამატებით სიღრმესა და ელეგანტურობას ანიჭებს.
✨ იდეალური არჩევანი: გრინ გოლდის ოლონგ ჩაი იდეალური არჩევანია როგორც ყოველდღიური ჩაის დალევისთვის, ასევე განსაკუთრებული მომენტებისთვის. თითოეულ ფინჯანში იგრძნობ ქართული ჩაის ბაღების ხასიათს, ბალანსს, დახვეწილობას და ავთენტურ ქართულ გამოცდილებას. არ გადაიფიქრო და 🛒 აქვე შეუკვეთე, რომ მისცე თავს საშუალება შეიგრძნო გრინ გოლდის ოლონგ ჩაის დაუვიწყარი გემო!
🙏მადლობა გრინ გოლდის ოლონგ ჩაის შეძენისთვის! გვჯერა, რომ აუცილებლად მოგეწონებათ ჩენი ქართული პროდუქტი და მალე კვლავ გიხილავთ ჩვენს საიტზე დაბრუნებულს!