✨ თბილისის გულში, მშვიდი ქუჩების რიტმს შეფარებული, ჩაის რესპუბლიკა არის ადგილი, სადაც დრო ნელდება და ყოველი ფინჯანი პატარა რიტუალად იქცევა. ბუნებრივი ხის...
0.00 GEL
ჩვენი პროდუქტები და მომსახურება თქვენთვის საგულდაგულოდ არის შერჩეული!
Guaranteed secure & safe checkout.
ქართული ჩაის კულტურისა და სტუმართმოყვარეობის გამოცდილება.
მეგობრული და ავთენტური გარემო ჩვენთან დასარჩენად.
კარგად უხდება
Size chart
დამატებითი ინფორმაცია პროდუქტისა და კომპანიის შესახებ
ჩაის კულტურული მარშრუტის ზოგადი მიმოხილვა
🌍 ევროპული კულტურული მარშრუტი არის ევროპის საბჭოს პროექტი, რომელიც კვეთს ერთ ან რამდენიმე ქვეყანას ან რეგიონს, რომლებიც ორგანიზებულია იმ თემის გარშემო, რომლის ისტორიული, მხატვრული ან სოციალური ინტერესები აშკარად ევროპულია, 🍃 შესაბამისად ჩვენი ჩაის კულტურული მოიცავს გურიას, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებს, აჭარის რეგიონს და თბილისს. 🫖მარშრუტი მოგვითხრობს საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიას და მის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
👥 მარშრუტის მონაწილეები არიან: ქართული ბიო ჩაის კომპანიები, ასოციაციები, ჩაის სახლები, მუზეუმები, კაფე-ბარები და ა.შ რომლებიც ვიზიტორებს თავიანთ ისტორიებს მოუყვებიან და სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებენ: 🍵 ჩაის რამდენიმე სახეობის დეგუსტაცია, 🏛️ ისტორიული ექსკურსია, 🌱 კრეფისა და დამუშავების პროცესის გაცნობა და ა.შ
📋 ბენეფიციარების მოთხოვნები: პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ ისტორია, რომელიც მათ სხვებისგან გამოარჩევს (Make your story and sell your story), 🌾 „ფერმიდან სუფრამდე“ კონცეფცია, 🚶 დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ჩაის კომპანიების მონახულება და ადგილზე დაგემოვნება, 🌐 ჩვენი საიტის დახმარებით; ასევე, მათ უნდა დანერგონ შესაბამისი სტანდარტები, 🤝 სოციალური პასუხისმგებლობა, 🏗️და ჰქონდეთ ვიზიტორებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
🏛️ ჩაის რესპუბლიკა არის თანამედროვე ჩაის სახლია თბილისის გულში, სადაც ჩაი არა მხოლოდ სასმელია, არამედ კულტურული ტრადიცია და ყოველდღიური რიტუალი. იაპონური მინიმალისტური დიზაინისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შერწყმით, ჩაის რესპუბლიკა სტუმრებს სთავაზობს ორგანული ჩაის, იშვიათი ჩაის სახეობების, მატჩას, სეზონური ჩაის სასმელებისა და ჩაის კულტურის გაცნობის უნიკალურ გამოცდილებას მშვიდ და მყუდრო გარემოში.
📍 ქართული ჩაის მუზეუმის მისამართი: თბილისი, გიორგი ახვლედიანის ქუჩა №8
🍃 ჩაის რესპუბლიკა სიხარულით მასპინძლობს ჩაის მოყვარულებს, ცნობისმოყვარე მოგზაურებსა და ყველას, ვინც მშვიდ გარემოში ჩაის სამყაროს აღმოჩენას ისურვებს. მიუხედავად იმისა, პირველად აგემოვნებთ ქართულ ჩაის თუ ეცნობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ იშვიათ ჯიშებს, გეპატიჟებით, შეანელოთ ყოველდღიური რიტმი, გაიზიაროთ ჩაის ფინჯანი და შეიგრძნოთ ის სითბო, სტუმართმოყვარეობა და მდიდარი ჩაის კულტურა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს.