🍃 ბუეთის შავი ჩაი ტყიბულის მთიანი სამყაროს საუკეთესო წარმომადგენელია, რომელიც ადგილობრივ პირობებში მოყვანილი, ხელით ნაკრეფი ჩაის ფოთლისგან იწარმოება, შესაბამისი დუყების და ცალკეული ფოთლების ხარისხის კონტროლით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფოთლების ერთგვაროვანი ხარისხი, რაც საბოლოოდ განაპირობებს პროდუქციის გამორჩეულად მაღალ ხარისხსა და დახვეწილ არომატს.
⛰️🌿 ასევე იქედან გამომდინარე, რომ ჩაის მცენარეები მოყვანილია ნაყოფიერ, მინერალებით მდიდარ ნიადაგებში, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა მაღალმთიან რეგიონებში, რომელიც ხასიათდება გრილი ჰაერით, დაბალანსებული ნალექებით და უნიკალური მთის მიკროკლიმატით, რაც ხელს უწყობს ჩაის ზრდას. 🚫🎨🍬🧪 რათქმაუნდა პროდუქტი არ შეიცავს სინთეზურ პესტიციდებს, ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს ან კონსერვანტებს.
🌱 ჩაის ჯიში: Cmelliasinensis და ადგილობრივი ჯიშები, ადაპტირებული რეგიონის მკაცრ კლიმატურ პირობებთან.
✋🍃 მოსავლის აღება: პრემიუმ კლასის ჩაისათვის გავრცელებულია „დუყი“ ორი ფოთოლი და კვირტი. ნაზი ფოთლები და კვირტები ხელით იკრიფება ერთგვაროვნების შესანარჩუნებლად და არომატის წინამორბედი ნაერთების მაქსიმიზაციისთვის.
⚙️🍂 დამუშავების მეთოდი – წარმოება იყენებს დამუშავების ტრადიციულ მეთოდს. დაკრეფილი ხარისხიანი ნედლეულის ჭკნობით მიიღება ნაზი და ელასტიური მწვანე მასა, რის შემდეგაც ხდება ფოთლის ფორმის ცვლილება (დახვევა), თანმდევად იწყება ფერმენტაციის რთული პროცესიც, რომელიც ტემპერატურით და ტენიანობით კონტროლდება. ფოთოლს ფერი ეცვლება, საჭირო ხდება ფოთლის გაშრობა გარკვეულ სინესტემდე საჭირო ტემპერატურით, რაც შემდგომ უზრუნველყოფს პროდუქციის მდგრადობას, სტაბილურობას და არომატის ფორმირებას.
📦♻️ უკვე მომზადებული პროდუქტი შემდგომ ეტაპზე იყრება კოლოფებში, ბიოდეგრადირებად ქაღალდში და სხვადასხვა დაფასოების შესაბამის ყუთებში. 🔬 ყველა ეტაპზე პროცესების ხდება ლაბორატორიულად სისუფთავის, ტექნოლოგიური პროცესებისა და რეჟიმების კონტროლი, რაც განაპირობებს ბუეთის შავი ჩაის პროდუქციის მაღალ გამოკვეთილ ხარისხს.
🚫🧪 არ გამოიყენება წარმოების მიმდინარეობისას არომატიზატორები, ხელოვნური დანამატები, საღებავები, რაც მყიდველისთვის უსაფრთხოების გარანტიაა.
👅🍫🍇 გემო: ხასიათდება დაბალანსებული, ბუნებრივად ტკბილი ალაოს ნოტებით, ხილის ან ჩირის მსუბუქი ნოტებით, დაბალი სიმწარით, ნაზი მცენარეული ნიუანსებითა და გამოკვეთილად სასიამოვნო გემოთი.
🌳🌼🍯 არომატი: რბილი, მდიდარი, თბილი და მიმზიდველი, ყვავილოვანი, ხის და ნაზი თაფლის მსგავსი ნოტებით.
🍃 ფოთლის სტანდარტი – შერჩეული ნედლი ფოთლები, შესაფერისი შავი ჩაის წარმოებისთვის.
🏺 დამუშავების მეთოდი – კლასიკური, ტრადიციული, ორთოდოქსალური ტექნოლოგია, რომლის დროსაც ჩაის გემო სიღრმეს იძენს ნაზი, ტკბილი ნოტებით, არის მსუბუქი, ადვილად დასალევი და არომატული.
💧 ღნობა: ახლად დაკრეფილი ფოთლები თავსდება შესაბამის დანადგარებზე, ტენიანობის შემცირება (აორთქლების) ხარჯზე ფოთოლი რბილდება, ელასტიური ხდება, მაგრამ უჯრედის მთლიანობა შენარჩუნებულია.
🔄 დახვევა (დაგრეხა): აღნიშნული პროცესი ხდება დამხვევ დანადგარებში (როლერებში), სადაც უჯრედის კედლები ირღვევა, ფოთოლი ფორმას იცვლის (იგრიხება), ფერმენტულად იწყება დაჟანგვა, ეტაპობრივად ფოთოლი იცვლის ფერს და ეთერზეთების გამოყოფის ხარჯზე ყალიბდება შავი მთის ჩაისათვის დამახასიათებელი ფორმა და გემო.
🌸🍯 ფერმენტაცია: ამ პროცესისთვის დამახასიათებელია ჩაისთვის თაფლის, ჩირის და ვარდის არომატული ტონები — შავი ჩაის დამახასიათებელი არომატისა და ფერის ნაერთების შესაქმნელად.
🔥 გამოშრობა: დაბალ ტემპერატურაზე გაშრობა აჩერებს დაჟანგვას და სტაბილიზაციას უკეთებს არომატსა და გემოს, შესაბამისად ჩაის ეძლევა სასიამოვნო სურნელი და ხანგრძლივად შენახვის უნარი.
✅ დანამატი: 100% სუფთა ფოთოლი, არ შეიცავს არცერთი სახის დანამატს.
☕ ნაყენის ფერი: სითხე არის გამჭირვალე, ქარვისფერი. მუქი სპილენძის ფერამდე (დროის შერჩევის მიხედვით).
👁️ მშრალი ფოთლის გარეგნობა: მუქი ყავისფერიდან შავ ორთოდოქსულ ფოთლებამდე ერთგვაროვანი ჭრილით და მინიმალური მსხვრევით.
🔬 ორგანოლეპტიკური თვისებები: ეს ტრადიციული ორთოდოქსული დამუშავება ინარჩუნებს ფოთლის მთლიანობას და აძლიერებს შავი ჩაის განმსაზღვრელი მახასიათებლების განვითარებას.
💪🌿 ფუნქციური მახასიათებლები: ბუეთის შავი ჩაი შეიცავს ბუნებრივ პოლიფენოლებს და თეაფლავინებს, რაც ხელს უწყობს ანტიოქსიდანტურ აქტივობას. ⚡ ზომიერი ბუნებრივი კოფეინის შემცველობა უზრუნველყოფს ნაზ სტიმულაციას, ხელს უწყობს სიფხიზლეს და მსუბუქ ენერგიის მომატებას.
📦🕒 შეფუთვა და შენახვის ვადა: ბუეთის შავი ჩაი მოწოდებულია საკვებისთვის ვარგის შეფუთვაში, რომელიც შექმნილია არომატის, ფერის და სიახლის დასაცავად. ❄️🌾🏠 გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ გარემოში შენახვისას, პროდუქტის შენახვის ვადა არის 3 წელი.
🍵🍯🥛 გამოყენება და შეხამება: ეს ჩაი იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისთვის, დილის რუტინისთვის ან შუადღის დასვენებისთვის. ის კარგად ერწყმის მსუბუქ საჭმელს, თაფლს ან რძეს, რაც მას მრავალმხრივ აქცევს როგორც ტრადიციული ქართული ჩაის, ასევე თანამედროვე ჩაის დასაგემოვნებლად.
⚡🌿 ბუეთი წარმოადგენს ბუნებრივ ენერგიას, ძლიერ ანტიოქსიდანტს, არის საჭმლის მომნელებელი სისტემის დამცველი და ასევე 🏔️🍃არის მთის ქართული არომატი, რომელიც ასახავს ადგილობრივ ტერუარს და არის იდეალური პრემიუმ მიქსებისათვის.