{"product_id":"georgian-tea-museum","title":"ქართული ჩაის მუზეუმი","description":"\u003cdiv class=\"OutlineElement Ltr SCXW65887794 BCX0\"\u003e\n\u003cp\u003e🍃 ქართული ჩაის მუზეუმი უნიკალური კულტურული სივრცეა თბილისში, რომელიც ქართული ჩაის მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, პოპულარიზაციასა და წარმოჩენას ემსახურება, რომელიც საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ბნ-მა შოთა ბითაძემ დააფუძნა. აქ წარმოდგენილია იშვიათი ექსპონატების, ისტორიული არტეფაქტების, ვინტაჟური ჩაის შეფუთვების, ტრადიციული ჩაის ჭურჭლისა და ქართული და მსოფლიო ჩაის კულტურასთან დაკავშირებული უნიკალური სამახსოვრო ნივთების შთამბეჭდავი კოლექცია.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e🎎 მუზეუმის ინტერიერი ავთენტურ აღმოსავლურ ატმოსფეროს ასახავს, რაც სტუმრებს თბილ, მყუდრო და შთამაგონებელ გარემოს სთავაზობს. აქ მათ შეუძლიათ ჩაის სამყაროში ჩაძირვა და მისი კულტურული მნიშვნელობის აღმოჩენა. ასევე 🍵 ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ქართული ორგანული ჩაი, გაეცნონ საქართველოში ჩაის წარმოების ისტორიასა და განვითარების გზას, ასევე უშუალოდ შეიგრძნონ ჩაის სმის ტრადიციული კულტურა.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e📚 მუზეუმი წარმოადგენს შეხვედრის ადგილს ჩაის მოყვარულთათვის, მკვლევართათვის, ტურისტებისა და კულტურის მოყვარულთათვის, სადაც განათლება, კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი სტუმართმოყვარეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. 🌿 საგამოფენო ექსპოზიციებისა და ჩაის დეგუსტაციების მეშვეობით მუზეუმი ხელს უწყობს ქართული ჩაის ტრადიციების პოპულარიზაციას და მათ ღირსეულ ადგილს უსვამს ხაზს მსოფლიო ჩაის კულტურაში.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e🎯 ჩვენი მისიაა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ საქართველოს ჩაის კულტურული მემკვიდრეობა, რათა ეს უნიკალური და ფასდაუდებელი ტრადიცია მომავალშიც ცოცხალი და განვითარებადი დარჩეს.\u003c\/p\u003e\n\u003c\/div\u003e","brand":"Georgian Tea 1847","offers":[{"title":"Default Title","offer_id":57772299845963,"sku":null,"price":0.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0936\/6408\/4299\/files\/house-museum-tea-01.width-1200.jpg?v=1781724866","url":"https:\/\/tea-country.com\/ka\/products\/qartuli-chais-museumi","provider":"Tea Country","version":"1.0","type":"link"}